რეფლექსიები

აწრეო მუშაობის რეფლექსია

მასწავლებელი: ირმა გოგოლაძე

   სსიპ - ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის II კლასში 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე. წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში და საკუთარ ბლოგზე:https://irmagogoladze.blogspot.com/p/w.html
წრეში გაერთიანებული იყო  15 მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის სახით.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მათემატიკაშისაწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვისრათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ.
  საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
1.      გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებასმაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
2.      მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
3.      მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებსმათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა.  მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისებარომელიც ემსახურებოდა  არგუმენტირებული მსჯელობისდამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებასდასკვნების გამოტანისშეფასების თუ სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას
  შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასათვისმოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები
გამოკითხვის შემდეგ  გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობაისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვისამომწურავი და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაშისაინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის.
  მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებასაღნიშნავენრომ წრე იყო კარგად ორგანიზებული,  მათი შვილი სიამოვნებით დადიოდა დაგეგმილ მეცადინეობაზე,  უფრო ხალისით და მონდომებით  მუშაობდნენ ამ კუთხითრაც  აკადემიურ მიღწევებზეც აისახა.  

მათემატიკის საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
საწრეო მუშაობა  იხ. ბმულზე:https://irmagogoladze.blogspot.com/



ქარატული ენისა და ლიტერატურის 
წრის რეფლექსია
მასწავლებელი: ირმა გოგოლაძე
 ქართული ენისა და ლიტერატურის უკეთ სწავლების მიზნით შევქმენი ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. შევარჩიე წრის სახელწოდება ,,პატარა მკითხველი.“ წრის შექმნის მიზანი იყო მოტივაციის ამაღლება,მეტი ინფორმაციის მიწოდება და ცოდნის გაღრმავება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ინფორმაცია წრის შექმნის  შესახებ გავაცანი მეოთხე კლასის მოსწავლეებს.მათ დადებითად შეაფასეს წრის შექმნა და თანხმობა გამოთქვეს ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში. განვსაზღვრე საწრეო მუშაობის პროფილი, შევადგინე პროგრამა,დავსახე მიზანი და თემები შესაბამისი აქტივობებით.
იხ. განაცხადი  ბმულზე:https://irmagogoladze.blogspot.com/p/w.html
 საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში კვირაში  ერთხელ, ყოველ პარასკევს. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა ერთი აკადემიური საათით. წრის მუშაობისას გამოყენებული აქტივობები და რესურსები ემსახურებოდა საწრეო მუშაობის მიზნის მიღწევას. თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. წრის მუშაობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა მოთხოვნილებები და საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია.საწრეო მუშაობის პროგრამა ხანგრძლივობა,  შეხვედრებიი განრიგი და ამსახველი ფოტო-მასალა ეტაპობრივად ავტვირთე პერსონალურ ბლოგზე, რომლის მისამართია:https://irmagogoladze.blogspot.com/

დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.წრეში გაერთიანებულ მოსწავლეთა მოტივაციის დონე გაუმჯობესდა,რამაც ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად განრიგის მედვით. საწრეო მუშაობისას დასახულ მოზანს მივაღწიე.განხორციელებული აქტივობები იყო მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი.ვთვლი, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ჩამოყალიბება და მუშაობა მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. ამის საფუძველს კი  საწრეო მუშაობაზე დასწრების და ჩართულობის მააღალი აქტივობა მაძლევს.




საწრეო მუშაობის რეფლექსია  ბუნებისმეტყველებაში
მასწავლებელი  : ირმა  გოგოლაძე
ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის  მე-2კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა ბუნებისმეტყველების წრე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია  ხელმისაწვდომი  იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან  წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე  ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).
          წრეში გაერთიანებული იყო  15  მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის  გათვალისწინებით.
   საწრეო  მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  და საბუნებისმეტყველო  მეცნიერების მიმართ მეტი ინტერესი გაჩენა, რათა უკეთ შეიცნოს  სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ.
      საწრეო მუშაობა  საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს როგორც პროგრამული საკითხების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა, ისე დამატებითი   ინფორმაციების მოძიება-განხილვა. დამატებითი ინფორმაციისათვის გამოვიყენეთ სკაიპ-გაკვეთილები და ვირტუალური საველე მოგზაურობები. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი თავისი ინიციატივით კითხულობდა და ამოკრებდა დამატებით ინფორმაციებს მაგ; გადამფრენ ფრინველებზე.
     სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი და  კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული.
მუშაობის პროცესი ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. წრის  წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
      მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას.
    ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზეც.
საწრეო  მუშაობა იხ. ბლოგილს  მისამართზე: https://irmagogoladze.blogspot.com/





No comments:

Post a Comment