წრის განაცხადი: ქართული, მათემატიკა, ბუნება


  
წრის განაცხადი:  ქართული

   
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ  თბილისის   №173 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებისათვის,  2019 წლის ოქტომბში დაფუძნდა წრე „პატარა  მკითხველი“. საწრეო შეხვედრები გაიმართება  ყოველ პარასკევს, (I სემესტრის განმავლობაში),ხანგრძლივობა -45 წუთი.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრება, ტექსტის  კითხვა  და  ანალიზი, ლექსიკური მარაგის  გამდიდრება. წიგნიერების  კულტურის  ამაღლება, კერძოდ : წიგნის მოყვარული ადამიანები გაიღრმავებენ ნაწარმოების შესახებ ცოდნას და  იგრძნობენ წაკითხვით მიღებულ  სიამოვნებას.
  განხილული თემების ირგვლივ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებსგამართავენ დისკუსიებს.
 შეხვედრები  გაიმართება   ყოველ პარასკევს 14 საათზე
    წრის მუშაობას ხელმძღვანელებს   ქართული  ლიტერატურის მასწავლებელი ირმა  გოგოლაძე






წრის განაცხადი:  მათემატიკა
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ  თბილისის   №173 საჯარო სკოლის IIკლასის მოსწავლეებისათვის,  2019 წლის ოქტომბში დაფუძნდა წრე „ მათემატიკოსები“. საწრეო შეხვედრები გაიმართება  ყოველ ხუთშაბათს, (I სემესტრის განმავლობაში),ხანგრძლივობა -45 წუთი.
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებისათვის აზროვნების, მსჯელობის, მოსაზრებათა  დასაბითების,   ანალიზის  უნარის დასაბუთება.
  კერძოდ: მოსწავლემ შეძლოს  ერთმანეთს  შეუსაბამოს  რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები... ერთმანეთთან  დააკავშიროს  თვლა , რიცხვები, რიცხვებს  შორის დამოკიდებულებები.  გაანახევროს, გააორმაგოს  რიცხვები, შეძლოს  20-ის  ფარგლებში  რიცხვებზე  მოქმედებები.  ფიგურების პერიოდული  განლაგების  (მიმდევრობის)  წარმოდგენა დაერთმანეთთან შედარება.
საწრეო  მუშაობისას  გამოვიყენებთ მრავალფეროვან  რესურსებსა  და აქტივობებს, ასევე  საინტერესო მეთოდებს, სამუშაოდ  გამოვიყენებთ „ელფის“ რედაქციით  გამოცემულ სახელმძღანელოს  „ მე  მიყვარს მათმატიკა“ , რაც შექმნის  წინაპირობას  მოსწავლეთათვის მათმატიკისადმი ინტერესისა და მოტივაციი ს გასაზრდელად. ხელი შეეწყოს  მიღებული ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენებას.
  
 შეხვედრები  გაიმართება   ყოველ ხუთშაბათს 14 საათზე
    წრის მუშაობას ხელმძღვანელებს   მათემატიკის  მასწავლებელი -ირმა გოგოლაძე
 მოსწავლეებს  მოეწონათ  ეს  იდეა  და  სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების


წრის განაცხადი: ბუნება


 სსიპ ვახტანგ გზირიშვილის  სახელობის ქალაქ  თბილისის   №173 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებისათვის,  2019 წლის ოქტომბში დაფუძნდა  უფასო წრე   ბუნებისმეტყველებაში „ ბუნების  მოყვარულები“ , რომლის  მიზანია:  მოსწავლეებისთვის  აზროვნების  , მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების  განვითარება,მოსწავლეებშიბუნებისმეტყველებისადმი ინტერესის
 გაღვივება, ცოდნის გაღრმავება და კვლევითი უნარების განვითარება.
მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებაზე.
მრავალფეროვანი თვალსაჩინოება,  კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი
 სავარჯიშოები,საკუთარი დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით
 სასწავლო მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და
სახალისოს გახდის ბუნებისმეტყველების გაკვეთილებს, დაეხმარება მოსწავლესდაეუფლოს
 ძირითად შემეცნებით უნარებს.
შეხვედრები  გაიმართება   ყოველ ოთხშაბათს 14 საათზე
    წრის მუშაობას ხელმძღვანელებს   ბუნების  მასწავლებელიირმა გოგოლაძე  მოსწავლეებს  მოეწონათ  ეს  იდეა  და  სურვილი გამოთქვეს წრეში გაერთიანების






მოსწავლის კითხვარი
            გვარი ,სახელი  ---------------------------------------------      

1.                  დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაციამათემატიკის წრისშექმნის შესახებ?


--------------------------------------------------------



2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არაცოდნის გაღრმავებაში?



------------------------------------------------------
3.საწრეო მუშაობის დროს, მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ
არა საინტერესო და მრავალფეროვანი?
---------------------------------------------------------

4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

---------------------------------------------------------

5.როგორ  შეაფასებდით საწრეო მუშაობას?



---------------------------------------------------------------------


No comments:

Post a Comment